1.ნოტარიუსი უფლებამოსილია, გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1.ნოტარიუსი უფლებამოსილია, გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი.
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა და მას არ აქვს ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება სამკვიდრო მოწმობის გაცემას.
3.მოწმობა მიეცემა იმ პირს, რომელმაც სამკვდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე პირს, ყველა მათგანს მიეცემა ერთიანი მოწმობა.
4.მოწმობაში ამ ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო მონაცემების გარდა უნდა მიეთითოს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც აქვს მოწმობის მიმღებ პირს, როგორც სამკვიდროს კანონისმიერ მმართველს, მათ შორის: ვადადამდგარი უფლებების რეალიზაციის უფლება, ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულების უფლება, წარმომადგენლობის უფლება სასამართლო/ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში.
5.პირს, რომელსაც მიეცა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სამკვიდრო მასის კანონისმიერ მმართველს.
These lawyers work in the legal area related to this article.