საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 889. გარანტის ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლები
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
1. გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ წყდება: ა ) ბენეფიციარისათვის იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია; ბ ) გარანტიაში განსაზღვრული იმ ვადის გასვლით, რომლითაც იგი გაიცა; გ ) ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე უარის თქმისა და მათი გარანტისათვის დაბრუნებისას.
2. გარანტმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა გარანტიის შეწყვეტის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის თაობაზე პრინციპალს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
