Article 235
Consolidation №41 Verified against the current consolidation · 29 Apr 2026
1. ხელშეკრულების დადებისას დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს მიაწოდოს გარემოებათა რისკის ხარისხის დადგენისათვის საჭირო მისთვის ცნობილი ყველა ინფორმაცია ან ის ინფორმაცია, რომელიც მას უნდა სცოდნოდა, აგრეთვე სხვა ცნობები მზღვეველის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დამზღვევი თავისუფლდება ვალდებულებისაგან, რომ მზღვეველს მიაწოდოს საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია და ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილია ან ცნობილი უნდა ყოფილიყო.
3. დამზღვევის მიერ სათანადო ცნობების მიუწოდებლობის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
