ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.
2.გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
3.წერილობითი მტკიცებულებებია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.
4.მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.
5.კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.
6.კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.
These lawyers work in the legal area related to this article.