საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1449-პარლამენტის უწყებანი , №23-24, 30.06.1998 წ ; გვ .54 . საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Article 19. (ამოღებულია)
Compare versions
1. საქართველოს დარგობრივი სამინისტროები მონაწილეობენ ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საკითხთა შემუშავებაში, მე-4 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტაში და ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას. 2. განათლების სფეროში სახელმწიფო ფინანსურ ნორმატივებს შეიმუშავებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად და ამტკიცებს მათთან შეთანხმებით. 3. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო საქართველოს განათლების, ფინანსთა და დარგობრივ სამინისტროებთან ერთად განათლების სფეროში შეიმუშავებს სახელმწიფო დაკვეთის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1449-პარლამენტის უწყებანი , №23-24, 30.06.1998 წ ; გვ .54 . საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
