საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92. საქართველოს 2005 წლის 8 აპრილის კანონი №1330-სსმ I, №20, 04.05.2005წ; მუხ.143 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2797-სსმ I, №9, 31.03.2006წ; მუხ.69 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Article 20. (ამოღებულია)
Compare versions
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო: ა) არის განათლების მართვის ძირითადი რგოლი მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, მონაწილეობს განათლების სფეროში ქვეყნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ატარებს ამ პოლიტიკას; ბ) მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და აკონტროლებს მათ შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ) განიხილავს სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილი სახსრების შესაბამისობას; დ) (ამოღებულია);ახდენს ყველა იმ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების ლიცენზირებას, რომლებიც ასრულებენ ყველა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამების გარდა); ე) მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ატარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაციასა და აკრედიტაციას, რომლებიც ასრულებენ დაწყებით, საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს; ვ) შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ატარებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ატესტაციასა და აკრედიტაციას, რომლებიც ასრულებენ სახელობო მომზადებისა და დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ზ) უფლებამოსილია, სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულების ატესტაციის საფუძველზე, გააუქმოს ამ მუხლის „ე-ვ“ ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაცია; თ) (ამოღებულია);უფლებამოსილია ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აღმზრდელობით და ამ მუხლის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებში დასახელებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზიის გასაუქმებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად სარჩელით მიმართოს შესაბამის სასამართლოს; ი) წყვეტს მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო სააღმზრდელო დაწესებულებათა ლიკვიდაციის საკითხს; კ) (ძალადაკარგულია); ლ) (ძალადაკარგულია); მ) საქართველოს განათლების მინისტრთან შეთანხმებით მას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორს, რომელსაც ირჩევს ამ დაწესებულების სამეცნიერო საბჭო; ნ) (ძალადაკარგულია). საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2023-სსმ I, №20(27), 09.06.1999წ; მუხ.92. საქართველოს 2005 წლის 8 აპრილის კანონი №1330-სსმ I, №20, 04.05.2005წ; მუხ.143 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2797-სსმ I, №9, 31.03.2006წ; მუხ.69
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
