საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის მოსამართლე (სასამართლო) ფულად ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით დააკისრებს: ა) დაზარალებულსა და მოწმეს, რომლებიც უარს იტყვიან შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე; ბ) სხვა პირებს, რომლებიც ხელს შეუშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას; გ) იურიდიულ პირთა ან ადმინისტრაციულ ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან: ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისთვის, თუ განუხილველი დარჩა ან/და დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
