საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 261. წინასწარი გამოძიების დაწყების მოვალეობა
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. გამომძიებლის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
