საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 278. რამდენიმე გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების შესრულება
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
თუ დათვალიერების, ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი ერთდროულად უნდა იყვნენ სხვადასხვა შენობაში ან ერთმანეთისაგან დიდი მანძილით დაშორებულნი, საგამოძიებო მოქმედება შეიძლება განახორციელოს რამდენიმე გამომძიებელმა. ამასთან, ერთ-ერთი გამომძიებელი ხელმძღვანელობს დანარჩენ გამომძიებელთა საქმიანობას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
