საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 372. აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ კმარა ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს.
