საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 463. სახელმწიფო ბრალმდებლის შესახებ აცილების საკითხის გადაწყვეტა
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
1. თავმჯდომარე აცხადებს, თუ ვინ უჭერს მხარს სახელმწიფო ბრალდებას (სახელი, გვარი, საკლასო წოდება, დაკავებული თანამდებობა) ან კერძო ბრალდებას და მხარეებს განუმარტავს, რომ უფლება აქვთ აცილება განუცხადონ პროკურორს 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2. თუ პროკურორს აცილება განუცხადა ერთ-ერთმა მხარემ, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ისმენს ამ საკითხზე მეორე მხარის აზრს.
3. აცილების დაკმაყოფილებისას სასამართლო განხილვა გადაიდება.
