საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 566. საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა
1. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები, გააფართოოს ბრალდების მოცულობა, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს მსჯავრდებულის საზიანო სხვა გადაწყვეტილება.
2. საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების მოტივით გააუქმოს სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს ხელახალი სასამართლო განხილვისათვის, თუ დაცული არ არის ამ კოდექსის 540-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
