1.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებული განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახდელის თანხა ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც მსჯავრდებულს წაუყენეს წინასწარი გამოძიების დროს და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების არსებობისას მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4.მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
5.გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სასამართლო გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.
6.თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.
7.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
The amendments this article has been through
Modifies the requirements for enforcing court orders.
amending act №26092Change in wording regarding scope of appellate court review. Moderate – clarifies limits of appeal.
amending act №11710These lawyers work in the legal area related to this article.