საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 597. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჩივრის შეტანა
593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მხარეს საჩივარი უშუალოდ შეაქვს: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში – საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმი – ამ რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №815 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.29 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
