1.სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია.
2.სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს. 2 1 . სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს აგრეთვე ამ კოდექსის 165 4 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში.
3.მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
4.ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე გამოტანილ განაჩენზე სააპელაციო საჩივრის შეტანა დაუშვებელია. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328 საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.




