საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 641. გარემოებები, რომლებიც დასადგენია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე
Consolidation №103 Verified against the current consolidation · 14 Dec 2018
არასრულწლოვნის დანაშაულის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს უნდა დადგინდეს: ა) არასრულწლოვნის ასაკი (დაბადების რიცხვი, თვე, წელი); ბ) არასრულწლოვნის ცხოვრებისა და აღზრდის პირობები ოჯახსა და სკოლაში; გ) სრულწლოვან წამქეზებელთა არსებობა; დ) არასრულწლოვნის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე; ე) არასრულწლოვნის პიროვნების ხასიათის თავისებურებები, მოთხოვნილებები და ინტერესები.
