არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.თუ პირის სრულწლოვანების საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება არსებობს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ გამოაქვს დადგენილება/განჩინება არასრულწლოვანების დადგენის შესახებ. # 2. პირის ასაკი დგინდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მტკიცებულების, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტის, სამედიცინო ან სოციალური შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნის, მშობლისაგან ან სხვა პირისაგან მიღებული ცნობის ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე.
3.თუ გაირკვა, რომ პირი არასრულწლოვანია, მაგრამ მისი სავარაუდო ან ზუსტი ასაკი ვერ დადგინდა, ივარაუდება, რომ პირს არ შესრულებია 14 წელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ხოლო 16 წელი − ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება.
4.თუ არასრულწლოვნის სავარაუდო ასაკი დადგინდა, სისხლისსამართლებრივი /ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება მისი სავარაუდო ასაკის მინიმალური ზღვარი.
These lawyers work in the legal area related to this article.