საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 33. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
Consolidation №43 Verified against the current consolidation · 5 Feb 2014
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თბილისის ქონება , სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება , რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას , აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება , რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად . საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1869-სსმI, №41, 19.07.2005წ., მუხ.297 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2563-სსმI, №4, 18.01.2006წ., მუხ.33
