1.ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია : ა ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა , აგრეთვე ის მიწები , რომლებიც ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე ( სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას ; ბ ) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა ; გ ) - სამეურნეო დანიშნულების მიწა , გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა , რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია ; დ ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები .
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
