1.ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) ქალაქ თბილის ში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიო ნ წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას; გ) ( ამოღებულია – 24.11.2011, №5291 ); დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა განხორციელებისას; ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
