1.თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს; ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას; გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მის განხორციელებას.
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
