„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 34. საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელი – სასაზღვრო კომისარი
1. საქართველოს სასაზღვრო პოლიტიკის განსახორციელებლად და სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად, აგრეთვე სასაზღვრო ინციდენტების მოსაგვარებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გარკვეულ უბნებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს სასაზღვრო წარმომადგენელს − სასაზღვრო კომისარს და განუსაზღვრავს მას უფლებამოსილებას.
2. სასაზღვრო კომისარი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა ნორმატიული აქტებით.
3. საკითხი, რომელსაც ვერ მოაწესრიგებს სასაზღვრო კომისარი, წყდება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დავების მშვიდობიანი მოგვარების წესებით.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად სასაზღვრო კომისარს და მის თანმხლებ ოფიციალურ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას აქვთ „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული განსაკუთრებული სტატუსი. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
