1.საქართველოს ტერიტორიიდან აფრენა, აგრეთვე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ მიწაზე დაფრენა იმ საჰაერო ხომალდისა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაკვეთოს, ხდება საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილ აეროპორტში (აეროდრომზე), სადაც არის სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საბაჟო გამშვები პუნქტი და სხვა შესაბამისი სამსახურები.
2.საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.
3.საჰაერო ხომალდს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას და საქართველოს საჰაერო სივრცეში სატრანზიტო გადაფრენისას ეკრძალება: ა) ისეთ აეროპორტში (აეროდრომზე/ვერტოდრომზე) დაფრენა ან ისეთი აეროპორტიდან (აეროდრომიდან/ვერტოდრომიდან) აფრენა, რომელიც საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილი არ არის; ბ) ფრენა აკრძალულ რაიონებში, რის შესახებაც დადგენილი წესით საყოველთაოდ არის გამოცხადებული; გ) საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აკრძალული სხვა საქმიანობა.
4.უცხო სახელმწიფოს სამხედრო საჰაერო ხომალდის შემოსვლა საქართველოს საჰაერო სივრცეში ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, რის აღსაკვეთადაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ზომებს. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4221 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5948 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
