1.
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სატრანსპორტო საშუალებათა დგომის ხანგრძლივობასა და ადგილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტთან შეთანხმებით განსაზღვრავს აეროპორტის, აეროდრომის, ნავსადგურის რკინიგზის, საავტომობილო სადგურებისა და სხვა სახის ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
3.სატრანსპორტო საშუალებებთან პირთა დაშვება სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის წარმოების პერიოდში იზღუდება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - იკრძალება.
4.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოდან მიმავალ ან საქართველოში მომავალ სატრანსპორტო საშუალებებში მგზავრების ჩასხდომა ან გადმოსხდომა, ასევე ტვირთის, ბარგისა და ფოსტის დატვირთვა-გადმოტვირთვა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.
5.სატრანსპორტო საშუალებათა შესაბამისი უფლებამოსილი პირები ან სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით საბაჯო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ვალდებული არიან გახსნან დალუქული (დაბეჭდილი) ვაგონები, ავტომანქანები, ტრიუმები და სატრანსპორტო საშუალებათა სხვა სათავსები, აგრეთვე გადასაზიდი ტვირთი, რაზედაც დგება სათანადო აქტი.
6.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება, დგომის ადგილის შეცვლა ხორციელდება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის ნებართვით.
7.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ნუსხასაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო წერილობით აწვდის ნავსადგურის ადმინისტრაციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს, აქვთ ნავსადგურის ტერიტორიაზე საშვების გარეშე შესვლის, ყოფნისა და გამოსვლის უფლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.