Article 8. სახიფათო ნარჩენების შეფუთვა
1. შეგროვებული, ტრანსპორტირებული და დროებით შენახული სახიფათო ნარჩენები სათანადოდ უნდა შეიფუთოს, რათა შემცირდეს ნარჩენების სახიფათო თვისებების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
2. სახიფათო ნარჩენების მფლობელმა უნდა უზრუნველყოს: ა) სახიფათო ნარჩენების შეფუთვა ისეთი საშუალებით, მათ შორის, მყარი და ნახევრად მყარი ნარჩენებისთვის - კონტეინერებით და თხევადი ნარჩენებისთვის - ავზებით, რომლებიც რეზისტენტულია მასში მოთავსებული ნარჩენების მიმართ; ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვის დახურულ და დაუზიანებელ მდგომარეობაში არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება მისი შევსება ან დაცლა; გ) შეფუთვის ეტიკეტირება, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის შესაბამისად.
