Article 12. მუნიციპალური ნარჩენების ნაკადები
მომსახურების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსახლეობის რაოდენობა და მომსახურების არეალში ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების საშუალო წონა, ყოველდღიურად შესაგროვებელი ნარჩენების მთლიანი მიახლოებითი რაოდენობის დასადგენად; ბ) ნარჩენების მოსალოდნელი სიმკვრივე შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის შემდეგ; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა, რაც გავლენას ახდენს ნარჩენების გატანის სიხშირეზე; დ) ინერტული მასალების შემადგენლობა ნარჩენებში (ქვიშა, თიხა და ა.შ.); ე) მუნიციპალურ ნარჩენების სხვა ფრაქციების შემადგენლობა (ქაღალდი, პლასტიკი, მინა და სხვ.) ვ) სახიფათო მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა (ბატარეები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები და სხვ.)
