Article 3. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები
Consolidation №17 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. სახელმწიფო, მათ შორის, საშინაო და საგარეო ვალის საერთო თანხა, აგრეთვე საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების ჯამური თანხა ყოველწლიურად განისაზღვრება აბსოლუტურ და შეფარდებით გამოსახულებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პარლამენტი ამტკიცებს სახელმწიფო საშინაო ვალის, სახელმწიფო საგარეო ვალის, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტებს (ზღვრულ ოდენობას) მოცემული წლისათვის.
