Article 5. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი
Consolidation №17 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიები წარმოადგენს პირობით ვალდებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ კრედიტის ამღები საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უუნარო აღმოჩნდება დაფაროს კრედიტი შესაბამისი პროცენტებით.
2. თუ რისკის ფონდის სახსრები არ არის საკმარისი საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე სავალდებულო გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე აყენებს საკითხს რისკის ფონდში არსებული დეფიციტის დაფარვის შესახებ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო ვალის შესახებ
