Article 4. უმაღლესი განათლების ენა
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზური (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია სამინისტროსთან). საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 4 1 . სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა. საქართველოს 2025 წლის 10 ივნისის კანონი №606 – ვებგვერდი, 12.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. თავი II. უმაღლესი განათლების სისტემის მართვა
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
