1.პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში და შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს: ა) შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში. მან წარდგენილ საჩივარს უნდა დაურთოს ამავე სამსახურისათვის წარდგენილი ყველა მასალის ასლები და დამატებითი მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული ).
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
