საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 207. შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახდენს დარიცხვის მეთოდით, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე გაწეული ხარჯების შეპირისპირებით კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან.
3. გრძელვადიან კონტრაქტში იგულისხმება კონტრაქტი წარმოებაზე, დადგმაზე, მშენებლობაზე ან შესაბამისი მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დამთავრებულა იმ საგადასახადო წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით (გარდა იმ კონტრაქტისა, რომლის დასრულებაც მოსალოდნელია კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში) გათვალისწინებული მომსახურება.
