საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 229. დასაბეგრი იმპორტის თანხა
1. დასაბეგრი იმპორტის თანხა ტოლია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულებისა და საქართველოში საქონლის იმპორტისას გადასახდელი გადასახადებისა და მოსაკრებლების თანხების ჯამისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად.
2. მომსახურების ღირებულება, რომელიც ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით განიხილება, როგორც საქონლის იმპორტის ნაწილი, შეიტანება დასაბეგრი იმპორტის თანხაში დღგ-ის გარეშე. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2191 - სსმ I, №40, 07.12.2009წ., მუხ.297 თავი XXXIII გადასახადისაგან გათავისუფლება
