Article 92. იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენა
1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს თანხმობით სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი შეიძლება გაანგარიშდეს მასში შემავალი სხვადასხვა საქონლისთვის განსაზღვრული იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, თუ ეს სასაქონლო პარტია შედგება იმპორტის გადასახადის სხვადასხვა განაკვეთით დასაბეგრი საქონლისგან და სასაქონლო პარტიაზე საბაჟო დეკლარაციის შედგენა იმპორტის გადასახადის ოდენობის შეუსაბამო, დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადის გაანგარიშების წესი არ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისადმი ან/და შეზღუდვებისადმი ან აქციზით დაბეგვრისადმი დაქვემდებარებული საქონლის მიმართ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შედგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
