საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 232. საქონლის / მომსახურების დაბეგვრა , რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის
საქონლის/მომსახურების მიწოდება, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა და დიპლომატიური მისიის წევრების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის იბეგრება დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთანავე, თუ რომელიმე უცხო ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ გამოიყენება განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის დაადგინოს ანალოგიური დაბეგვრის რეჟიმი. ასეთ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა რომელიმე ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიმართ დაადგენს განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმს, ამ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის მიწოდებული საქონლის/მომსახურების მიმართ გამოიყენება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი დაბეგვრის რეჟიმი. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
