1.გრანტის მიმღებ პირს, რომელიც „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს ამ კოდექსის 71-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის, თუ მომსახურებისათვის გადახდილი დღგ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან ამ კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
