Article 6^4. გრანტის თანხმობის გარეშე მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის „დ 1 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისა) საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის, ფილიალის ან განყოფილების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება − გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
3. ამ მუხლ ის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას ამ მუხლის სათანადო პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
4. სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
