საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 3. ინსტრუქციები, ბრძანებები და მითითებები
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამ კოდექსის აღსრულების მიზნით ამტკიცებს ინსტრუქციებს. ინსტრუქციის დებულებას, რომელიც არ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს, სამართლებრივი ძალა არა აქვს. 1 1 . ამ კოდექსის ცალკეული თავებისა და მუხლების გამოყენების მიზნით საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს. ასეთი ინსტრუქციების ან მათში ცვლილებებისა და დამატებების პროექტი წინასწარ, გამოცემამდე არანაკლებ 1 თვით ადრე ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულებისას ხელმძღვანელობენ ამ ბრძანებებით, შიდა ინსტრუქციებითა და მეთოდური მითითებებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
