საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 5. ხანდაზმულობის ვადა
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
„საგადასახადო მოთხოვნის“ (გადასახადის ან/და სანქციის თანხის დარიცხვის შესახებ) და „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ (ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ან/და ჩათვლის თაობაზე) წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
