საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 192^2. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება
1. პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 191- ე და 192- ე მუხლებით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადით . აღნიშნულის თაობაზე პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით . ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის დასრულებიდან . ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო ორგანოსათვის პირის მიერ განცხადებით მიმართვის კალენდარული წლის წინა პერიოდებზე .
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს არჩეული ზარალის გადატანის 10- წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5- წლიანი ვადით , რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5- წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ .
3. ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამავე კოდექსის მე -5 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებიდან ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით , მაგრამ აღნიშნული ვადა არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი . საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №206 - სსმ I, №15, 22.07.2008წ., მუხ.113
