საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 72. საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხების აკუმულირება
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების ნაწილი ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პროცენტის ოდენობით ირიცხება საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე. თანხებს ამ ქვეანგარიშზე ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების პროპორციულად რიცხავს სახელმწიფო ხაზინა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე ჩასარიცხი თანხის პროცენტი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ეს პროცენტი იმდენი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხების სრულად დაბრუნება ამ კოდექსით დადგენილ ვადაში. 2 1 . გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია მოხდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წყაროდანაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.
