Article 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელემაუწყებლობა და რადიოსიხშირეები
1. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად კომისიის მიერ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული რადიოსიხშირეები გამოიყენება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გადასაცემად.
2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი სატელევიზიო არხების გავრცელებისთვის სრულად გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი.
3. საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე.
4. საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსამაუწყებლო ქსელის განვითარებისათვის კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს ანიჭებს დამატებით სიხშირეებს FM დიაპაზონში, შესაბამის ზონაში არსებული თავისუფალი სიხშირული რესურსიდან. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2471 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.397 საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 თებერვლის კანონი №1966 – ვებგვერდი, 05.03.2018წ.
