Article 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა
1. პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს.
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია თავის ქსელში გაატაროს ერთი პირის ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირის მფლობელობაში არსებული არაუმეტეს 5 ტელემაუწყებლისა. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მაუწყებლობის შესახებ
