Article 35^11. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) იგი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; დ) იგი 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ განახორციელებს ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; ე) მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდობლობას გამოუცხადებს – უნდობლობის გამოცხადების დღიდან; ვ) იგი საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის ოფიციალურად წარდგენის დღიდან; ზ) იგი გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.
4. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.
5. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს უნდობლობა არ გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ. მუხლი 35 12 . საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება 1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის 21%-ით. გამოყოფილი თანხა აღნიშნული ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.
2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტის შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტს. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4025 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მაუწყებლობის შესახებ
