1.საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.
2.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
1.საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.
2.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური: ა) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას; ბ) იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასა და ტერიტორიას; გ) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას; დ) ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით; ე) აღკვეთს სამართალდარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე, გამოავლენს სამართალდამრღვევს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, თუ სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
5.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით აქვს შემდეგ შემთხვევებში: ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას; ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას; დ) დაკავებული სამართალდამრღვევის პოლიციისათვის გადაცემისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.
6.ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ვალდებულია: ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო თავისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია ან დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდა გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგები; ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, რათა მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს; გ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათში წერილობით აცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს; დ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
7.აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, თუ ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
8.საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინება №3/17/1583 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.