Article 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები
1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი, საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ბლანკეტურად გამორიცხავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის სტაჟის გათვალისწინებას. არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2026 წლის პირველი ივლისიდან) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №2/4/1532 – ვებგვერდი, 23.09.2025წ.
2. პირი გათავისუფლდება ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციალობაში. 2 1 . ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2 2 . იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 2 3 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. 2 4 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებაში გააგრძელოს. თუ ეს დასახლება ნოტარიუსის მიერ მასში სანოტარო საქმიანობის გაგრძელების დროისათვის ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამავე მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 2 5 . ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განათავსებს, სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამ მუხლის 2 3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
