1.საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან იმ მოქალაქეს, რომლის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.
2.ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
