1.სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ენიჭებათ „სახელმწიფო დაცვის“ შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) (ამოღებულია - 21.09.2023, №3510) ; ბ) საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; გ) კადრის სამსახურში ჩარიცხულ თანამშრომლებს: გ.ა) უმცროს ოფიცერთა შემადგენლობაში – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ.ბ) უფროს ოფიცერთა შემადგენლობაში – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ.გ)უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაში – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ
