1.სამხედრო სამსახურის ვადა, რომელიც დაკავშირებულია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლასთან, განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით.
2.სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია: ა) რიგითების შემადგენლობისთვის − 45 წელი; ბ) კაპრალების შემადგენლობისთვის, სერჟანტების შემადგენლობისთვის (გარდა მთავარი სერჟანტისა) − 50 წელი; გ) მთავარი სერჟანტისთვის − 55 წელი; დ) უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 45 წელი; ე) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისთვის (გარდა პოლკოვნიკისა) − 50 წელი; ვ) პოლკოვნიკისთვის − 55 წელი; ზ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისთვის − 60 წელი.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკი შეიძლება გაგრძელდეს 5 წლამდე ვადით.
4.სამხედრო მოსამსახურის ზღვრულ ასაკს თავდაცვის ძალების მეთაურის წარდგინებით აგრძელებს მინისტრი. თავდაცვის ძალების მეთაურის ზღვრული ასაკი გრძელდება მინისტრის გადაწყვეტილებით.
