1.ეროვნულ ბანკს სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელებისას შეუძლია გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი სარეზოლუციო ინსტრუმენტი: ა) კომერციული ბანკის შერწყმა; ბ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება; გ) კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის გადაცემა; დ) კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით; ე) კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
