1.ყველა სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანო, სახელმწიფო საწარმო და იურიდიული პირი, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანო, თუ პროექტთან და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებასა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რაიმე საქმიანობის ზედამხედველობა ან კონტროლი ამ ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულია დაიცვას აღნიშნული პროექტისა და ხელშეკრულებების დებულებებით გათვალისწინებული პირობები.
2.ყველა სამინისტრომ და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანომ, სახელმწიფო საწარმომ და იურიდიულმა პირმა, რომლის განთავსებული კაპიტალის მეტი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ, საქართველოში მოქმედი კანონებისა და სხვა მარეგულირებელი აქტების თანახმად და მათ შესაბამისად, ნავთობკომპანიასა და ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებით განსაზღვრულ საოპერაციო კომპანიას უნდა მისცეს ლიცენზია, ნებართვა, საბაჟო პრივილეგიების სერტიფიკატი, ვიზა და სხვა უფლებამოსილებანი, სანებართვო და სხვა მოწმობები, რათა მათ ისარგებლონ ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის სამთავრობო ხელშეკრულებითა და მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ ხელშეკრულებით მათთვის გადაცემული ან მინიჭებული უფლებებით, უფლებამოსილებებით, პრივილეგიებით, სარგებლითა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №898 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
